ირლანდიაში ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის საწინააღმდეგო კანონი ამოქმედდა

10.01.2019

ირლანდიაში ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის საწინააღმდეგო კანონი ამოქმედდა

2019 წლის 1 იანვრიდან ირლანდიაში ძალაში შევიდა ოჯახში ძალადობის აქტი, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიური ძალადობისა და ძალადობის იძულების კონტროლის რეგულაციებს. აქტის მიხედვით, ძალადობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევებში, როდესაც პირი განზრახულად და მიზანმიმართულად განახორციელებს ისეთ ქმედებას რომელიც: ა) არის მაკონტროლებელი და ძალადობრივი, ბ) აქვს მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ეფექტი კონკრეტულ პიროვნებაზე, გ) განზრახ ისახავს მიზნად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას კონკრეტული ადამიანის მიმართ.

კანონში, ფრაზა „მნიშვნელოვანი ზიანი“, განმარტებულია, როგორც მოვლენა, რომელიც იწვევს „პიროვნების შიშს, რომ მასზე არ განხორციელდეს ძალადობა და ამ შიშმა შედეგად არ გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ეფექტი, რაც გავლენას მოახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

პირს, რომელსაც ამ დანაშაულის გამო დააკავებენ, შესაძლოა 5 წლამდე პატიმრობა შეეფარდოს. ბრალდება შეიძლება წაყენებული იქნეს მეუღლეების, სამოქალაქო პარტნიორების მიმართ.

როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ირლანდიელი ქალების 31% განიცდის პარტნიორთა მხრიდან ფსიქოლიგიურ შევიწროებას, ხოლო 23%-ის მიმართ ვრცელდება მაკონტროლებელი ქმედებები. აღნიშნული აქტი კი, ოჯახში და გენდერის ნიშნის ძალადობის კუთხით ჩამოყალიბებული ეროვნული სტრატეგიის ნაწილია.

მოამზადა გიორგი ლაბაძემ

„კაიკაციშვილი და ადვოკატების“ იურისტი