ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ფერადკანიანი სტუდენტებისთვის კომპენსაციის გადასახადს დააწესებს

19.02.2019

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ფერადკანიანი სტუდენტებისთვის კომპენსაციის გადასახადს დააწესებს

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებით, სტუდენტებს ახალი გადასახადი დაეკისრებათ იმ 272 ადამიანის შთამომავლების მიმართ კომპენსაციისთვის, რომლებიც, 1838 წელს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ მონებად იქნენ გაყიდულნი.

„იმ 272 ადამიანის პატივსაცემად“ - განმარტავს ადმინისტრაცია, ყოველი სემესტრის დასაწყისში, სტუდენტები, დამატებით 27.20 აშშ დოლარს გადაიხდიან.

„აღნიშნული ქმედება საქველმოქმდო მიზანს ისახავს უნივერსიეტის მიერ გაყიდული 272 ადამიანის შთამომავალთა მიმართ და სხვათა მიმართ, რომლებიც მერილენდელი იეზუიტების მონობაში იყვნენ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაციამ, ასევე ორ საუნივერსიტეტო კამპუსს შეუცვალა დასახელებები, რომლებსაც, სახელები იეზუიტების საპატივცემულოდ ერქვათ.

უნივერსიტეტმა, ასევე, ზ/აღნიშნული მონად გაყიდული ადამიანების შთამომავლებს, უნივერსიტეტში უკონკურსოდ დაშვების შესაძლებლობა შესთავაზა.