KB-იურისტებმა სავალუტო ჯიხურის მანიპულაციაზე მოქალაქის დარღვეული უფლება აღადგინა

11.02.2015

KB-იურისტებმა სავალუტო ჯიხურის მანიპულაციაზე მოქალაქის დარღვეული უფლება აღადგინა

KB-იურისტების  ჩართულობის შედეგად, მოქალაქე ლუკა წ-მ თბილისში, სავალუტო ჯიხურების ცნობილი ქსელის ერთ-ერთ გადამცვლელ პუნქტში, მოტყუებით დადებული გარიგებით დარღვეული უფლება აღიდგინა. შემთხვევა თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, 2015 წლის 11 იანვარს მოხდა, რა დროსაც, არასრუწლოვანმა ლუკა წ.მა სავალუტო ჯიხურში განახორციელა ოპერაცია. კერძოდ, მოახდინა 500 აშშ დოლარის გადაცვალა ეროვნულ ვალუტაში. საქართველოს კანონმდებლობით, არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგების ნამდვილობისათვის, საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ გარიგების მოწონება, მოცემულულ შემთხვევაში კი ლუკა წ.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, მშობელმა არ მოიწონა გარიგება, ვინაიდან ვალუტის გაცვლისთვის, შეუსაბამოდ დაბალი კურსი აღმოჩნდა დადგენილი და მომხმარებელი აშკარად აღმოჩნდა შეცდომაში.

ორგანიზაციის იურისტებმა ყურადღება დაუთმეს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად, იმისა, რომ მშობელმა ვიდრე შვილი დაასრულებდა გარიგებას, უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე, თუმცა ვალუტის გაცვლის პუნქტის მხრიდან განხორციელდა უკანონო ქმედება. კერძოდ, მოლარე-ოპერატორის მიერ, მიუხედავად ლუკა წ.სა და მისი მშობლის წინააღმდეგობისა, განაგრძო ვალუტის გაცვლის პროცესი, თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, გამოსცა ყიდვა-გაყიდვის ქვითარი. აღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. შედეგად, პოლიციის თანამშრომლემა გამოსცა ოქმი, რომლითაც დასტურდება ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება.

იურისტებმა საკითხზე რეაგირებისთვის ოფიციალური წერილით ვალუტის გაცვლითი პუნქტის მფლობელ კომპანიას მიმართა და მოითხოვა, ორივე მხარეს ერთმანეთისთვის დაებრუნებინა ის თანხა, რომლის გადაცემაც მოხდა, ჯერ არასრუწლოვანის მხრიდან, შემდეგ კი ვალუტის გაცვლის პუნქტისგან. მყარი დასაბუთების შემდეგ, რომ დარღვეულია იყო მოქალაქის უფლებები, 2015 წლის 29 იანვარს, ხელშეკრულება გაბათილდა. დაზარალებულს აღუდგა დარღვეული უფლება. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელი კი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის: არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკი არ ადგენს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოფიციალურ კურსს, რაც საშუალებას აძლევს სავალუტო ჯიხურებს თვითნებურად დაადგინონ ვალუტის კურსი. აღნიშნული გარემოების გამო ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები შედიან შეცდომაში და უწევთ კაბალურ ხელშეკრულებებაზე დათანხმება.