„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალ იურიდიულ ბრენდს ,,კაიკაციშვილი & ადვოკატები“ აფუძნებს

13.02.2015

„ახალგაზრდა ადვოკატები“  ახალ იურიდიულ ბრენდს ,,კაიკაციშვილი & ადვოკატები“ აფუძნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის მონაწილეობით, ახალი იურიდიული ბრენდი ,,კაიკაციშვილი & ადვოკატები“ დაფუძნდება. ახალი იურიდიული კომპანიის მიზანია საზოგადოებას შესთავაზოს იურიდიული მომსახურების ახალი სტანდარტები და საქართველოში საადვოკატო მომსახურება, ყველა საზოგადოებრივი სტატუსის მქონე მოქალქისთვის, გახადოს ხელმისაწვდომი.

იურიდიული კომპანიის მთავარი ღირებულება იქნება კლიენტის საუკეთესო ინტერსების დაცვა და ამ მიმართულებით, წარმომადგენლობით ურთიერთობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა. კომპანია ორიენტირებული იქნება პრეცედენტული დავების მიღებაზე. პრიორიტეტი მიენიჭება საკუთრების უფლებასთან, სახელშეკრულებო დავებთან, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ სამართლებრივ საქმეებს. კომპანიას საზოგადოებისთვის ექნება ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი შეთავაზებები, მომსახურების სერვისის ახალი არჩევანი, რომელიც პრეზენტაციაზე ცნობილი გახდება. დაგეგმილია კომპანიის ახალი გუნდის წარდგენაც. პრეზენტაციას ადვოკატები, სამართლის სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური კორპუსი დაესწრება. ღონისძიება სასტუმრო ,,ვერე პალასში“, 14 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება.