KB-ს იურისტებმა თანამესაკუთრედ ცნობის დავა წარმატებით დაასრულეს

25.09.2015

KB-ს იურისტებმა თანამესაკუთრედ ცნობის დავა წარმატებით დაასრულეს

KB-ს იურისტებმა საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ¼ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის დავაზე წარმატება მოიპოვეს. 2014 წლის 17 მარტს, ა.ბ.-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.დ.-ს და ე.ვ.-ს წინააღმდეგ, რითაც მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ¼ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა. KB-ს იურისტები დავაში წარმოადგენდნენ მოპასუხე მხარეს. მოპასუხეებმა წარდგენილ შესაგაბელში სარჩელი არ ცნეს და დაასაბუთეს, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო ბინის საბინაო-სამშერნებლო აბრეშუმის საწარმო გაერთიანება კოოპერატივი 302-ის მეპაიეს და გ.დ.-მ აღნიშნული ბინის საკუთრებაში მისაღებად 13 500 მანეთი გადაიხადა. შესაბამისად, გამორიცხული იქნებოდა ამ უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის უფლება საქმეზე საქმის განხილვა დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ის, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე (პაექრობის ეტაპზე) უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. საქმე მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა განიხილა.