KB-ს იურისტებმა წილის გამოსყიდვის უფლების დავა მორიგებით დაასრულეს

25.09.2015

KB-ს იურისტებმა წილის გამოსყიდვის უფლების დავა მორიგებით დაასრულეს

KB-ს იურისტებმა წილის გამოსყიდვის უფლების დავა მორიგებით დაასრულეს. 2014 წლის 11 ნოემბერს, ა.ბ.-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ბ.გ.-ს მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება წილის გამოსყიდვით. მოსარჩელის წარმომადგენელმა წარადგინა ექსპერტის დასკვა, რითაც ბინა შეფასებული იყო 23 000 აშშ დოლარად, გამოსყიდვის თანხად კი დაასახელა 5 750 აშშ დოლარი ბ.გ.-ს კუთვნილი წილის შესაბამისად. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და არ დათანხმდნენ მოსარჩელეს ბინის ღირებულებაში, განმარტეს და სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ იგი გაცილებით მცირეა რეალურ ფასთან შედარებით. ბ.გ. თანახმა იყო გაუქმებულიყო საზიარო უფლება წილის გამოსყიდვით, მაგრამ არ ეთანხმებოდა მისი წილის ღირებულებას, რომელიც მოსარჩელეს ქონდა მითითებული. ( 5 750 აშშ დოლარი).

აღნიშნული საქმე 2014 წლის 18 დეკემბრის მორიგების აქტით დასრულდა, რომლითაც ა.ბ.-ს დაევალა წილის გამოსყიდვის სანაცვლოდ ბ.გ.-სათვის 7 500 აშშ დოლარის გადახდა. საქმეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე განიხილავდა.