KB-ს იურისტებმა განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების დავა დაასრულეს

25.09.2015

KB-ს იურისტებმა განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების დავა დაასრულეს

KB-ს იურისტებმა განქორწინებისა და ალიმენტის დასკისრების დავაზე, გ.დ-ს ინტერესები დაიცვეს. 2014 წლის 19 სექტემბერს, ა.ბ.-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ.დ.-ს მიმართ და მოითხოვა განქორწინება და ალიმენტის დაკისრება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად ბავშვების რჩენისა და მოვლისთვის 180 ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. ამასთან, განმარტავდა და ამტკიცებდა, რომ გ.დ.-ს ქონდა აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა. წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გ.დ.-ს აქვს საშუალება ყოველთვიურად 180 ლარის გადახდისა, არ შეესაბამება სიმართლეს, აღნიშნულის დასადასტურებლად მან სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, იგი თანხმა იყო არასრულწლოვანი შვილისთვის ყოველთვიურად  გადაეხდა 80 ლარი ნებაყოფილობით. ამასთან, მოპასუხე სარჩელს ცნობდა განქორწინების ნაწილშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ა.ბ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ა.ბ.-ს და გ.დ.-ს შორის და გ.დ.-ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.