KB-ს იურისტებმა ალიმენტის დავა წარმატებით დაასრულეს

25.09.2015

KB-ს იურისტებმა ალიმენტის დავა წარმატებით დაასრულეს

KB-ს იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, გ.დ-ს ინტერესები წარმოადგინეს, რომლის მიმართაც, 2015 წლის 16 თებერვალს, ა.ბ.-ს წარმომადგენელმა ალიმენტის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს ყოვრელთვიურად ბავშვის რჩენისა და მოვლისთვის 700 (შვიდასი) ლარის გადახდა უნდა დაკისრებოდა. ამასთან, განმარტავდა და ამტკიცებდა, რომ გ.დ.-ს ქონდა აღნიშნული თანხის გადახდის შესაძლებლობა. წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გ.დ.-ს აქვს საშუალება ყოველთვიურად 700 ლარის გადახდისა, არ შეესაბამება სიმართლეს, აღნიშნულის დასადასტურებლად მან სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებებიც წარუდგინა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, იგი თანხმა იყო არასრულწლოვანი შვილისთვის ყოველთვიურად  გადაეხდა 100 ლარი ნებაყოფილობით.

გ.დ.-ს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოცემულ საქმეზე წარდგენილი იქნა აგრეთვე შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოთხოვილ იქნა მოპასუხეს განსაზღვროდა არასრულწლოვან შვილთან ნახვის დღეები. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ სცნო თავდაპირველმა მოსარჩელემ და არ დათანხმდა ბავშვის ღამე გ.დ.-სთან დარჩენაზე. 2015 წლის 25 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ა.ბ.-ს მიერ წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ.დ.-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის (250 ლარი) გადახდა, რაც შეეხება გ.დ.-ს წარდგენილ შეგებებულ სარჩელს ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა. საქმეს განიხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა კოხრეიძე.