KB-ს იურისტებმა ალიმენტის საქმე მორიგებით დაასრულეს

5.03.2017

KB-ს იურისტებმა ალიმენტის საქმე მორიგებით დაასრულეს

KB-ს იურისტებმა ალიმენტის დავაზე მოქალაქე ნ. ი.-ის და მისი არასრულწლოვანი შვილების უპირატესი ინტერესები დაიცვეს. ნ. ი.-ის წარმომადგენლებმა 2016 წლის 16 ოქტომბერს ,ჯ.ჯ.-ის  მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილებთან ურთიერთობის წესის დადგენა და ალიმენტის დაკისრება. მოპასუხე ჯ.ჯ.-მ  2016 წლის 26 ოქტომბერს, შესაგებლით მოსარჩელის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ სცნო.
2017 წლის 17 იანვარს, KB-ის იურისტებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინეს მორიგების აქტის პროექტი, რომელშიც როგორც მხარეების, ისე არასრულწლოვანთა ინტერესები იქნა გათვალისწინებული. მხარეებს შორის მოლაპარაკებისა და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის შედეგად, მოპასუხე ჯ. ჯ. დაეთანხმა მორიგების აქტის პირობებს. 
მორიგების აქტის პირობების თანახმად, შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, ნ. ი.-ის, საცხოვრებელი ადგილი, განისაზღვრა მამასთან, ჯ. ჯ.-სთან, ურთიერთობის წესი და მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით, მათ შორის სარჩელის აღძვრიდან მორიგების აქტის დამტკიცების პერიოდამდე, სულ 600 ლარის ოდენობით.