KB -ის წარმომადგენლობით განათლების საერთაშორისო ცენტრთან დავა წარმატებით დასრულდა

9.03.2017

KB -ის წარმომადგენლობით განათლების საერთაშორისო ცენტრთან დავა წარმატებით დასრულდა

KB-ს წარმომადგენლობით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, მოქალაქე ნ. შ.-ს საქმეზე, პრეცენდენტული დავა წარმატებით დასრულდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ნ. შ.-ს სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოქალაქე ნ. შ.-ს წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის აგვისტოში მიმართა. დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება ნ. შ.-ს განაცხადის და საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის- „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ.  საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს ყველა ის საჭირო მტკიცებულება წარუდგინა, რაც შემდგომში, საქმეზე მხარისთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით,  ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება ნ. შ.-ს განაცხადის და საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსის: „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შესახებ. მოსარჩელემ 2016 წელს ჩააბარა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. მისი აპლიკაცია და განაცხადი სრულად პასუხობდა ცენტრის მიერ „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017”-ის კონკურსის დებულებით განსაზღვრულ და დადგენილ ყველა მოთხოვნას, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს.

მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული.