KB თსუ–ის დასაქმების ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

5.04.2017

KB თსუ–ის დასაქმების ფორუმზე მიიღო მონაწილეობა

2017 წლის 4 აპრილს, „KBarristers”-მა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ დასაქმების ფორუმში მონაწილეებს სტაჟირების ვაკანსია შესთავაზა. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს  ინფორმაცია მიაწოდეს არსებული საქმისწარმოებისა და მიმართულებების შესახებ.

საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა დაინტერესება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მხრიდან. ფორუმის მიმდინარეობისას 100-მდე სტუდენტი დაინტერესდა კომპანიის საქმიანობით. დასაქმების ფორუმზე 70-მდე რეზიუმე იქნა მიღებული. მომდევნო დღეებში, განიხილება ყველა მიღებული რეზიუმე და პრეტენდენტებს მეორე ეტაპზე, გასაუბრების ფორმატში, უკვე კომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდება.

კომპანია „KBarristers” თსუ-ის დასაქმების ფორუმზე პირველად წარსდგა. საერთო ჯამში, დასაქმების ფორუმზე, 50-ზე მეტი სხვადასხვა სფეროს კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.