KB - სასამართლომ აღიარებითი სარჩელის ფარგლებში, კომპანიას ფართების გასხვისება აუკრძალა

26.08.2018

KB - სასამართლომ აღიარებითი სარჩელის ფარგლებში, კომპანიას ფართების გასხვისება აუკრძალა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, ქ. თბილისში, სამშენებლო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სამ საცხოვრებელ 206.40 კვ.მ ფართსა და ორ სტანდარტულ ავტოფარეხს გასვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის უზრუნველყოფის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ მიღებული განჩინებით სრულად დააკმაყოფილა ლ.მ.-ს მოთხოვნა და სარჩელი განსახილველად წარმოებაში მიიღო.

მოქალაქე სასამართლო წესით მოითხოვს 2017 წელს დადებული ორი უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებების იურიდიულად ძალის მქონედ აღიარებას, ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღიარებას და საკუთრების აღიარებას უძრავ ქონებაზე. მოქალაქემ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, გადაიხადა ნასყიდობის ფასი - 60.000 და 13000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და არ მოახდინეს დადებული ხელშეკრულებების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.

მოქალაქემ სასამართლოს აღიარებითი სარჩელის ფარგლებში მიმართა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, ასაბუთებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მოპასუხეების ბრალეული ქმედებით დაურეგისტრირებლობის ფაქტი, არ უნდა გახდეს მისი, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლების დარღვევის საფუძველი.