KB - სასამართლომ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ 9677.10 ლარი დააკისრა

17.09.2018

KB - სასამართლომ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ 9677.10 ლარი დააკისრა

KB - ის წარმომადგელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს-ს სარჩელი, რითაც „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 9677.10 ლარის გადახდა დაევალა. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა სასამართლო და სასამართლო ხარჯების მოპსუხე სამედიცინო დაწესებულების მიმართ დაკისრების მოთხოვნაც და არ გაიზიარა აღნიშნული მოთხოვნის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნად მიჩნევის სამართლებრივი პრეტენზია.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2018 წლის 27 თებერვალს, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალსა“ და მოსარჩელე შპს-ს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც, ფინანსურმა დავალიანებამ შეადგინა 10677.10 ლარი. 2018 წლის 19 მარტს, მხარეთა შორის გაფორმდა წერილობითი შეთანხმება „დავალიანების გადახდის თაობაზე“. მხარეები წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში, შეთანხმდნენ, რომ იძლეოდნენ გარანტიას შეთანხმების პირობების უპირობოდ დაცვაზე. „მოვალე“, 2018 წლის 18 მარტის მდგომარეობით, „კრედიტორის“ მიმართ, შეთანხმებით წარმოდგენილი სპეციალური გრაფიკის თანახმად, აღიარებდა ფულადი დავალიანების - 10 677.10 ლარის გადახდას. კერძოდ, თანხების დაფარვას შემდეგი გრაფიკით და ოდენობით - 1 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/04/2018 მდგომარეობით, 1 500 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/05/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/06/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/07/2018 მდგომარეობით, 2 000 ლარის გადახდას არაუგვინაეს 03/08/2018 მდგომარეობით და 2 177 ლარის გადახდას არაუგვიანეს 03/09/2018 მდგომარეობით. მიუხედავად შეთანხმებისა, „თბილისის ზღვის ჰოსპიტალმა“ კრდიტორის მიმართ ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის 26 აპრილს, 1 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებამ უარი განაცხადა დარჩენილი თანხის - 9677.10 ლარის გადახდაზე.

დადაგენილია, რომ შპს-ს დირექტორმა 2018 წლის აპრილისა და მაისის თვეში, საკომუნიკაციო საშუალებებით არაერთხელ მიმართა ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებაზე შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალს“, თუმცა ყველა მომართვა დარჩა რეაგირების გარეშე, უყურადღებოდ. მოპასუხემ გამოხმაურების გარეშე დატოვა იურიდიული კომპანიის წერილობითი მიმართვაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 20 ივნისს რეგისტრირდა.