KB - სასამართლომ 1984 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვიტა

9.10.2018

KB - სასამართლომ 1984 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვიტა

KB-ის წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, მ.კ-ს სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მეუღლეთა შორის 1984 წელს რეგისტრირებული ქორწინება შეწყვიტა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1984 წლის 29 ივნისიდან. მათ ჰყავთ ორი სრულწლოვანი შვილი. მეუღლეთა შორის არსებულმა მუდმივმა დაძაბულობამ, რომელმაც ბოლო თვეებში განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო და შეუძლებელი გახადა მათი თანაცხოვრება, მოსარჩელე მიიყვანა სასამართლო წესით განქორწინების აუცილებლობამდე. მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდი არ აღმოჩნდა სტაბილური. მოსარჩელის არაერთი მცდელობის მიუხედავად, თანაცხოვრებისათვის აუცილებელი გარემო ვერ იქნა შენარჩუნებული, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა საცხოვრებლად გადასულიყო ერთ-ერთ შვილთან.

მოსარჩელემ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისს მომართა. საქმეზე წარმომადგენლობა KB -ის იურისტმა, გიორგი ზოიძემ განახორციელა.