ვაშინგტონის შტატის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად აღიარა

26.10.2018

ვაშინგტონის შტატის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად აღიარა

ვაშინგტონის შტატის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, შტატში არსებული სიკვდილით დასჯის კანონები არაკონსტიტუციურია.

განმარტება სასამართლოს მხრიდან გაკეთდა ალენ გრეგორის საქმის პირობებში, რომელსაც მკვლელობის გამო სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. შესაბამისად, ბრალდებულმა ეს სასჯელი გაასაჩივრა. მან საჩივარში დააყენა საკითხი იმის შესახებ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ვაშინგტონში სიკვდილის მისჯის დროს, რასობრივ დისკრიმინაციას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მხარემ შეისწავლა რასობრივი ნიშნის მიმართება, სიკვდილით დასჯის პრაქტიკასთან.

სასამართლომ გაიზიარა კვლევაში არსებული დასკვნები, რომელშიც აღნიშნული იყო - „სპეციალური სასჯელის შემთხვევები, შავკანიანი ადამიანების მიმართ დაახლოებით 4-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რასობრივი ჯგუფების მიმართ“. ამის გამო სასამართლომ დაადგინა, რომ ვაშინგტონის შტატში ადგილი ჰქონდა სიკვდილით დასჯის გამოყენებას, რასობრივი მიკერძოების შედეგად, ამიტომ, იგი „არ გამომდინარეობდა სასჯელის მიზნებიდან“.

შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ ყოველივე სიკვდილით დასჯის შეფარდება, „ამიერიდან გარდაიქმება სამუდამო პატიმრობად“.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მასშტაბით, სიკვდილით დასჯა 30 შტატში ჯერ კიდევ მოქმედებს, როგორც სასჯელის ფორმა, ხოლო ვაშინგტონის შტატი გახდა მე-20, რომელშიც ასეთი სასჯელი საბოლოოდ აიკრძალა. საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების მასშტაბით სიკვდილით დასჯა, პირველად 1846 წელს, მიჩიგანის შტატში აიკრძალა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 2017 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში სულ 24 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. 1970-იანი წლებიდან, ეს პროცედურა მომწამლავი ინფექციის სისხლში შერევის გზით სრულდება.

 

ავტორი: გიორგი ლაბაძე

"კაიკაციშვილი და ადვოკატების" იურისტი