ევროსასამართლოს განმარტებით მუჰამედის სახელის შელახვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ექცევა

30.10.2018

ევროსასამართლოს განმარტებით მუჰამედის სახელის შელახვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ექცევა

ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ 47 წლის ავსტრიელი ქალბატონის ქმედება, რომელმაც ლექციის დროს მუჰამედს პედოფილი უწოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება.

წინასწარმეტყველი მუჰამედის სახელის შელახვა, „სცდება ობიექტური დისკუსიის დასაშვებობის ფარგლებს“, „შესაძლოა აღძრას ცრურწმენები და რელიგიური მშვიდობიანობა რისკის ქვეშ დააყენოს“, შესაბამისად, ეს სცდება გამოხატვის თავისუფლების დასაშვებობის ზღვარს - აღინიშნა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქმე ეხება ავსტრიის მოქალაქე ქალბატონის მიერ  სემინარის სახელწოდებით, „ძირითადი ინფორმაცია ისლამის შესახებ“ ჩატარებისას, მუჰამედი შეურაცხყოფას.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ქალბატონმა, სემინარის დროს, ისლამის რელიგიურ დოქტრინას გადაუხვია და მუჰამედზე, როგორც პედოფილთან მიმსგავსებულზე ისაუბრა.

დავის მიმდინარეობისას, ქალბატონმა ს.-მ განაცხადა, რომ მის მიერ მუჰამედის კრიტიკის მიზეზი არ ყოფილა ისლამის, როგორც რელიგიის კრიტიკა, არამედ, თავისი გაჟღერებული მოსაზრებით სურდა საზოგადოებრივი დისკუსიის შექმნა.

ევროსასამართლომ განმარტა, რომ „აუცილებელია ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვას შორის, შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება, ავსტრიაში რელიგიური სიშვიდის არსებობას უკავშირდება, ამიტომ, მას ნამდვილად გააჩნია ლეგიტიმური მიზანი“.

„ეს გახლდათ შეურაცხმყოფელი იერიში ისლამის წინასწარმეტყველზე, რამაც შეიძლება აღძრას ცრურწმენები და რისკის ქვეშ დააყენოს რელიგიური სიმშვიდე საზოგადოებაში“ - ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

 

ავტორი: გიორგი ლაბაძე

"კაიკაციშვილი და ადვოკატების" იურისტი